სამოდელო გაკვეთილის გეგმა
ინტეგირებული / გამჭოლი კომპეტენციების განვითარებაზე
ორიენტირებული გაკვეთილი
მასწავლებელი
|
ხათუნა ცაციაშვილი
|
|
საგანი
|
რუსული
|
|
საფეხური/კლასი
|
დაწყებითი, VI კლასი
|
|
თემა
|
„Мой
дом-Планета Земля“ „ჩემი სახლი-პლანეტა დედამიწა“
ეკოლოგია (რუსული-ბუნება)
ტექსტი „Выходной на природе „
|
|
მოსწავლეთა პროფილი
|
13 მოსწავლე, სსსმ მოსწავლე
არ მყავს
|
|
გაკვეთილის
მნიშვნელობა/ აქტუალობა
|
ეკოლოგიური პრობლემები და ბუნების დაცვა ყოველთვის აქტუალურია.უნდა გვახსოვდეს ,რომ ყველასათვის არსებობს ერთი საერთო
სახლი „პლანეტა დედამიწა“. თითოეული ჩვენთაგანის მოვალეობაა გავუფრთხილდეთ მას,რადგან
ბუნების დაცვით ჩვენ გადავარჩენთ ჩვენს პლანეტას.
გაკვეთილი დაეხმარება მოსწავლეებს შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების
ჩამოყალიბებაში. დაფიქრდებიან იმაზე,თუ რა ზიანი შეიძლება მიაყენოს ადამიანის ქმედებამ
ბუნებას.
|
|
მიზანი
|
ეკოლოგიური ცნობიერების
გააქტიურება, მის მიმართ ადამიანის სასარგებლო
და საზიანო ქმედებების განსხვავება და მზრუნველი
დამოკიდებულების ჩამოყალიბება.ხმამაღლა კითხვის უნარის ფლობა.შესაბამისი ინტონაციის
დაცვა სხვადასხვა მოდალობის წინადადების წარმოთქმის დროს.
|
|
ინტეგრირებული
გამჭოლი კიმპეტენციები
|
რუსული/ ბუნება
Ø წიგნიერება
Ø ეკოლოგიური
წიგნიერება
Ø შემოქმედებითი
და კრიტიკული აზროვნება
|
|
ეროვნული სასწავლო
გეგმის სტანდარტი
|
უცხ.ს.II.1. მოსწავლეს შეუძლია მასწავლებლის მითითებებისა და სავარჯიშოს ინსტრუქციების
მოსმენა და გაგება.
შედეგი თვალსაჩინოა,
თუ მოსწავლე:
·
სათანადოდ
რეაგირებს მასწავლებლის მითითებებზე;
·
ასრულებს
სავარჯიშოებს.
უცხ.ს.II.7. მოსწავლე
ფლობს ხმამაღალი
კითხვის უნარს.
შედეგი თვალსაჩინოა,
თუ მოსწავლე:
·
გარკვევით
და გამართულად კითხულობს ნაცნობ ტექსტს;
·
თანაკლასელებთან
ერთად ხმამაღლა და გამომსახველობით კითხულობს ნაცნობ დიალოგს/სკეჩტს, იცავს შესაბამის ინტონაციას სხვადასხვა
მოდალობის წინადადების წარმოთქმის დროს.
უცხ.ს.II.15. მოსწავლეს შეუძლია განსაზღვროს კითხვის
მიზანი და შესაბამისად გამოიყენოს კითხვის სხვადასხვა ტექნიკა (გაცნობითი, შესწავლითი, ძიებითი).
შედეგი თვალსაჩინოა,
თუ მოსწავლე:
ა) მიმართავს გაცნობითი
კითხვის ტექნიკას ზოგადი შინაარსის
გასაგებად.
·
გადაიკითხავს ტექსტს, ყურადღებას არ ამახვილებს უცხო სიტყვებზე;
ეყრდნობა ნაცნობ სიტყვებს ზოგადი შინაარსის ამოსაცნობად.
უცხ.ს.II.33. მოსწავლეს შეუძლია
რესურსების გამოყენება სასწავლო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით.
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ეფექტურად იყენებს სახელმძღვანელოს რესურსებს (ლექსიკონს, სტრუქტურულ ნიმუშებს, გრამატიკულ ცნობარს, ილუსტრაციებს და სხვა);
ბუნ.VI.10.მოსწავლეს შეუძლია გარემოსდაცვითი ღონისძიებების გატარება,
მათი მნიშვნელობის აღწერა
და დასაბუთება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
აღწერს ბუნებაში ადამიანის უხეში
ჩარევით (მაგ., ტყეების ჩეხვა, არასწორი მორწყვა,
წყლისა და ნიადაგის დაბინძურება) გამოწვეულ უარყოფით შედეგებს, აყალიბებს საკუთარ მოსაზრებებს მათი თავიდან აცილების საშუალებებზე;
|
|
საჭირო წინარე
ცოდნა
|
მოსწავლეს შეუძლია წაკითხოს ტექსტი, უპასუხოს კითხვებს, შეასრულოს მასწავლებლის მითითებები,აგრეთვე
იციან ეკოლოგიის მნიშვნელობა, იცნობენ გრამატიკულ ფორმას , ზმნის ბრძანებითი კილო
და მისი გამოყენება მხოლობით და მრავლობით რიცხვში . წინარე ცოდნა დაეხმარებათ გაკვეთილზე
გააკეთონ რესურსი „დახატონ და მიუწერონ მოწოდებები,თუ როგორ უნდა გავუფრთხილდეთ ბუნებას
და დავიცვათ ბუნების კანონი“.
|
|
სასწავლო მასალა
და რესურსი
|
სახელმძღვანელო, დაფა, ცარცი , კალმები ,ფლომასტერი,მცირე ზომის ფურცლები,ფერადი
წებოვანი ფურცლები,თაბახის ფურცლები,კომპიუტერი და პროექტორი.
|
|
ორგანიზების ფორმები
|
ჯგუფური, ინდივიდუალური, მთელი კლასი
|
|
შეფასების ტიპი
|
მოსწავლეებს შევაფასებ სიტყვიერი კომენტარით (განმავითარებელი შეფასება)
აგრეთვე ჯგუფის მუშაობას ყოველი აქტივობის ბოლოს შევაფასებ(ფერადი წებოვანი
გულებით, მწვანე ფერი- სწორად შესრულებული დავალებ, ყვითელი -ნაწილობრივ სწორად შესრულბული
დავალება და წითელი -პასუხი არ შეესაბამება დავალების პირობას.
შეფასების ინსტრუმენტები: 1.კითხვა- პასუხი;
2.თვითშეფასება;(დანართი 1)
3.განმავითარებელი უკუკავშირ.
|
|
დრო
|
40 წუთი
|
|
გაკვეთილის
მსვლელობა და
საკლასო
მენეჯმენტი
|
საორგანიზაციო საკითხები:
1.მისალმება,გაკვეთილის მიზნების,შეფასების რუბრიკის გაცნობა და ქცევის
წესების შეხსენება.(რომლებიც თვალსაჩინოდ მაქვს დაფაზე გაკრული)
|
2 წთ
|
A ფაზა
აქტივობა ---
1
|
1.პროექტორით ვაჩვენებ მოსწავლეებს
რუსულენოვან კლიპს „შევინახოთ ბუნება „
2. ვუსვავ კლიპიდანჩემს მიერ
შედგენილ კითხვებს,რომლებსაც თან პროექტორის მეშვეობით ხედავენ.მოსწავლეები ამბობენ
პასუხებს და მიდიან სწორ დასკვნამდე. შემდეგ ნახულობენ ჩემს მიერ დაწერილ სწორ პასუხს.
Ø
რა ნახეთ კლიპში?
Ø
როგორი ბუნებაა?
Ø
როგორ მოვეპყროთ
ბუნებას?
Ø
რის გადარჩენას შევძლებთ ბუნების გაფრთხილებით?
მიზანი : გონებრივი იერიში,
მოსმენის უნარის განვითარება,
წინარე ცოდნის
გამეორება.
ფორმა: მთელი კლასი
|
4 წთ
4 წთ
|
B ფაზა
აქტივობა ---- 2
აქტივობა----- 3
აქტივობა ------ 4
|
1.მოსწავლეეთა ჯგუფებს ვურიგებ სამ ნაწილად დაყოფილ ტექსტს(თითო ჯგუფს ერთი ნაწილ
თავისი 4 კითხვით) და ვაძლევ მითითებას ყურადღებით წაიკითხონ ტექსტი და ამოწერონ
სწორი პასუხები.
2.შემდეგ ჯგუფის თითოეულმა
წევრმა ხმამაღლა წაიკითხოს თითო პასუხი,რისი მეშვეობითაც მოხდება ტექსტის გაერთიანება და შინაარსის მთლიანობაში
მოყვანა.
3.მოსწავლეებს ვუსვავ კითხვებს :
Ø კარგად მოიქცნენ ბავშვები
ბუნებაში თუ არა?
Ø რა
გააკეთეს არასწორად?
ვურიგებ თაბახის ფურცლებს და ვთხოვ ჩანახატის სახით გადმოსცენ ,თუ რისი
გაკეთება არ შეიძლება ბუნებაში ,რათა არ
მოხდეს გარემოს განადგურება. ამავდროულად ნახატს დააწერონ შესაბამისი მოწოდება,გამოიყენონ
ზმნის პირობითი კილო.
დაფაზე გაკრულია პლანეტის სურათი, ყველა მოსწავლე ერთდროულად გამოდის,
თავის ნახატს აკრავს პლანეტის გარშემო და
ხმამაღლა ამბობს იმ მოწოდებას ,რომელიც მიწერილი აქვს ნახატზე.
მიზანი: ტექსტის გააზრება,ახალი სიტყვების ამოცნობა წინადადებაში,წერისა
და მეტყველების უნარის განვითარება,თანამშრომლობითი უნარების
განვითარება.
|
10 წთ
10წთ
5 წთ
|
C ფაზა
|
1.დასასრულს პროექტორით ისევ ვაჩვენებ კლიპს,სადაც კეთდება მოწოდებები
,რისი გაკეთება არ შეიძლება ბუნებაში და რატომ.თუ რომელიმე წესი გამორჩენილი აქვთ
მოსწავლეებს ამ კლიპის მეშვეობით გავახსენებ და გავხდით სრულყოფილს ბუნების დაცვის
კანონებს.
2.შეავსონ თვითშეფასების კითხვარი.
|
5 წთ
|
განმავითარებელი
შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმები
|
კარგი
|
საშუალო
|
დაბალი
|
ჯგუფის მიერ სამუშაოს
მიზნის გააზრება
|
ჯგუფმა სამუშაოს
მიზანი კარგად გააცნობიერა
|
ჯგუფმა სმუშაოს
მიზანი ნაწილობრივ გააცნობიერა
|
ჯგუფმა სამუშაოს
მიზანი ვერ გააცნობიერა
|
სამუშაოს ორგანიზება, ჩართულობა და
თანამშრომლობა
|
სამუშაო ჯგუფის
წევრებს შორის სწორად და თანაბრად იყო გადანაწილებული,
ჯგუფის ყველა
წევრი იყო აქტიური, სამუშაო ნაყოფიერი, ურთიერთობები პოზიტიური.
|
სამუშაო ჯგუფის
წევრებს შორის არათანაბრად იყო გადანაწილებული,ჯგუფის ერთი ნაწილი იყო აქტიური ,
მეორე პასიური,ჯგუფში შეინიშნება უთანხმოება.
|
სამუშაო ვერ გადაანაწილეს , ჯგუფის მხოლოდ ნაწილი
იყო ჩართული,
ჯგუფის წევრებს შორის არ შეინიშნებოდა თანამშრომლობითი გარემო
|
ტექსტზე მუშაობის,
ინფორმაციის მოძიების,მსჯელობის, ანალიზის და მოპოვებული ინფომაციის ინტერპრეტაციის უნარი
|
ტექსტის დახმარებით
დამოუკიდებლად მოიპოვებენ საჭირო ინფორმაციებს,
სწორად ამოწერენ პასუხს დასმულ შეკითხვებზე და ახდენენ მოპოვებული ინფორმაციის ინტერპრეტაციას.
|
ესაჭიროვებათ მითითებები
როგორ მოიპოვონ საჭირო ინფორმაცია, უჭირთ მოპოვებული ინფორმაციის გაანალიზება , კითხვებზე სწორი პასუხის გაცემა,მიზეზ
შედეგობრივი კავშირების დადგენა და ინტერპრეტაცია
|
მოპოვებული ინფორმაცია
არის მწირი და არაზუსტი,პასუხები არ შეესაბამება დასმულ შეკითხვებს.
|
დროის
ლიმიტი
|
კარგად იცავენ
დროის ლიმიტს
|
უჭირთ დროის ლიმიტის
დაცვა
|
ვერ იცავენ დროის
ლიმიტს
|
Комментариев нет:
Отправить комментарий