სასწავლო პროექტი


სასწავლო პროექტის  გეგმა

Ø  1. პროექტის სახელწოდება:  ჩემი სახლი-პლანეტა დედამიწა.
Ø  2. პროექტის მთავარი იდეა:  ადამიანის მავნე და სასარგებლო ზემოქმედება ბუნებაზე. მოსწავლეებში ეკოლოგიური ცნობიერების გააქტიურება.
Ø  3. პროექტის აქტუალობა:  ეკოლოგიური პრობლემები და ბუნების დაცვა ყოველთვის აქტუალურია. უნდა  გვახსოვდეს ,რომ ყველასათვის არსებობს ერთი საერთო სახლი „პლანეტა დედამიწა“. თითოეული ჩვენთაგანის მოვალეობაა გავუფრთხილდეთ მას, რადგან ბუნების დაცვით ჩვენ გადავარჩენთ ჩვენს პლანეტას.
Ø  4. პროექტის მიზნები: ადამიანის მზრუნველი დამოკიდებულების ჩამოყალიბება ბუნებისადმი.
Ø  5. მონაწილეთა ასაკი: 12 წელი.
Ø  6. ვადები/ხანგრძლივობა : 3 კვირა.
Ø  7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: პოსტერები, ბუკლეტები, მაისურები ,ვიდეო რგოლი.
Ø  8. პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: ფლირჩატები, თაბახის ფურცლები,ფლომასტერი,მაისურები,კომპიურეტი,პროექტოვი,სმარტფონი,ფოტოაპარატი.
Ø  9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):   1- კლასს დავყოფ 2 ჯგუფად და თითოეულ ჯგუფს მივცემ დავალებებს. (პირველმა ჯგუფმა მოიძიოს ინფორმაცია, ადამიანის ბუნებაზე მავნე ზემოქმედებით გამოწვეულ შედეგებზე ,ხოლო მეორე ჯგუფმა- ადამიანის  ბუნებაზე სასარგებლო ზემოქმედებით მიღებულ შედეგებზე ) . 2- მოვამზადებინებ-ბუკლეტებს და პოსტერებს. 3. მოვხატოთ მაისურები მოწოდებით „ბუნების დაცვით დავიცავთ- დავიცავთ ჩვენს  პლანეტას“ ,რომელსაც პრეზენტაციაზე ჩაიცმევენ ბავშვები. 3.მოსწავლეები გადაიღებენ თავის მოფიქრებულ 3-4 წუთიან ვიდეორგოლს. 4.პრეზენტაციის გაკეთება .
10. საგნებთან /ეროვნულ გეგმასთან კავშირი: უცხ.ს.II.1. მოსწავლეს შეუძლია მასწავლებლის მითითებებისა და სავარჯიშოს ინსტრუქციების მოსმენა და გაგება.
            შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           სათანადოდ რეაგირებს მასწავლებლის მითითებებზე;
·           ასრულებს სავარჯიშოებს.

  უცხ.ს.II.7. მოსწავლე ფლობს ხმამაღკითხვის უნარს.
    შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           გარკვევით და გამართულად კითხულობს ნაცნობ ტექსტს;
·           თანაკლასელებთან ერთად ხმამაღლა და გამომსახველობით კითხულობს ნაცნობ დიალოგს/სკეჩს, იცავს შესაბამის ინტონაციას სხვადასხვა მოდალობის წინადადების წარმოთქმის დროს.


უცხ.ს.II.15. მოსწავლეს შეუძლია განსაზღვროს კითხვის მიზანი და შესაბამისად გამოიყენოს კითხვის სხვადასხვა ტექნიკა (გაცნობითი, შესწავლითი, ძიებითი).
     შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
) მიმართავს გაცნობითი კითხვის ტექნიკას ზოგადი შინაარსის გასაგებად.
·           გადაიკითხავს ტექსტს, ყურადღებას არ ამახვილებს უცხო სიტყვებზე; ეყრდნობა ნაცნობ სიტყვებს ზოგადი შინაარსის ამოსაცნობად.


უცხ.ს.II.33. მოსწავლეს შეუძლია რესურსების გამოყენება სასწავლო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:                      
·           ეფექტურად იყენებს სახელმძღვანელოს რესურსებს (ლექსიკონ, სტრუქტურულ ნიმუშებ, გრამატიკულ ცნობარ, ილუსტრაციებ და სხვა);

ბუნ.VI.10.მოსწავლეს შეუძლია გარემოსდაცვითი ღონისძიებების გატარება, მათი მნიშვნელობის აღწერა და დასაბუთება.

     შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·      აღწერს ბუნებაში ადამიანის უხეში ჩარევით (მაგ., ტყეების ჩეხვა, არასწორი მორწყვა, წყლისა და ნიადაგის დაბინძურება) გამოწვეულ  უარყოფით შედეგებს, აყალიბებს საკუთარ მოსაზრებებს მათი თავიდან აცილების საშუალებებზე;


Ø  11. პროექტის ხელმძღვანელი: ხათუნა ცაციაშვილი.
Ø  12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: x.tsatsiashvili.78@gmail.com.
Ø  13. პროექტის  ვებგვერდი/ბლოგი. https://xatunatsatsiashvilimeoredone.blogspot.com/



Комментариев нет:

Отправить комментарий